"კავშირში იყო აქციებზე დესტრუქციული ჯგუფების ტრენინგში" - სუს-ის შეფი ადასტურებს, რომ საქართველოში აშშ-ის მოქალაქე არ შემოუშვეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ადასტურებს, რომ საქართელოში აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსი არ შემოუშვეს.
„შესაძლოა აკერმანზე უარეს საქმიანობას ეწეოდა“, - ამბობს სუს-ის შეფი არშემოშვების მიზეზებზე საუბრისას. მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციები რა „მაღალი სანდოობის წყაროებს“ ეყრდნობა.
სუს-ის მაღალჩინოსანმა სამთავრობო მედიის კითხვის საპასუხოდ თქვა ისიც, რომ აშშ-ის მოქალაქე მარტის აქციებზე "დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებაში" იღებდა მონაწილეობას.
ვადასტურებთ, რომ ამერიკის მოქალაქე, გვარად ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე. მე ვერ გეტყვით, მოსამართლეების სანქციები პირდაპირ კავშირშია ამ არშემოშვებასთან თუ არ არის, ეს უნდა ჰკითხოთ ამერიკულ მხარეს...
მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებაში, მითითებების მიცემაში და ა.შ."- თქვა ლილუაშვილმა.
სუს-ის შეფის თქმით, არის თუ არა სანქციები პირდაპირ კავშირში, აშშ-ის მოქალაქის არშემოშვებასთან, ეს ჟურნალისტებმა საელჩოს უნდა ჰკითხონ.