ამერიკული სანქციების პირველი ეფექტი - კლანი შველას ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვს
ამერიკული სანქციების პირველი ეფექტი - შეშინებული მოსამართლეები, რომლებმაც შტატებიდან დიდი რეპუტაციული სასჯელი მიიღეს, ახლა შველას ირაკლი ღარიბაშვილს სთხოვენ. დასანქციერებული კლანი პრემიერისგან გარანტიას ელოდება, რომ ღარიბაშვილი მათ გვერდით იდგება და მათ ინტერესებს დაიცავს.
მძიმე დღეების ათვლა დაწყებულია - სანქციების შემდეგ ამერიკიდან უკვე წამოვიდა გზავნილი კორუფციაში მხილებული მოსამართლეების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ, რაც იმას ნიშნავს,რომ მურუსიძეს დიდი ალბათობით, მისივე შექმნილი სისტემისგან გასამართლება ელოდება.
თავს დატეხილ უმძიმეს ამბავს კლანის ბოსები თვალს ნელ-ნელა უსწორებენ და ცდილობენ, თავდასხმის რეჟიმზე გადავიდნენ. ფურცლებით შეიარაღებული, წინასწარ დაწერილი ტექსტით ლევან მურუსიძე დღეს მსხვერპლის მანტიის მოსხმას ცდილობდა.
ბოლოს კი დასანქცირებული და ანერვიულებული მოსაამართლე თავისივე ვერსიებში ჩაიკარგა.
ახლა სასამართლოში ნამდვილი ნერვების ომია.
სანქცირებული საძმო სასამართლოდან - ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟი