განგაში "ოცნებაში" - სუს-ის შეფი არ გამორიცხავს, რომ შემდეგი სანქცირებული მაღალჩინოსანი იყოს
სახელმწიფო უსაფრთხოების შეფი არ გამორიცხავს, რომ შემდეგი სანქცირებული მაღალჩინოსანი ის იყოს. გრიგოლ ლილუაშვილი შტატებიდან მიღებული უმძიმესი გადაწყვეტილების შემდეგ, პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც არ მალავს, რომ შავ სიაში შესაძლოა, ისიც მოხვდეს.
საქართველოს მოქალაქეების ტოტალური მოსმენა, თვალთვალი, ფარული გადაღება, 5 ივლისის სპეცოპერაცია - მტკიცებულებები ლილუაშვილის წინააღმდეგ ზედაპირზე დევს.
სუს-ის შეფი უკვე წლებია ეხმარება ივანიშვილს ქვეყნის არაფორმალური მმართველობის შენარჩუნების საქმეში. ის ოლიგარქის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი და არაუფლებამოსილი პირის ბრძანებების შემსრულებელია. ეს ყველაფერი კი დასავლეთისთვის წითელი ხაზებია.
რას ამბობს სუს-ის შეფი, რომელიც მოსამართლეების დასანქცირების შემდეგ პარლამენტში მივიდა? - ნახეთ, ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვიდან