კლანი რღვევის ზღვარზე - ვინ იქნება შემდეგი?

06.04.23 20:20
კლანი რღვევის ზღვარზე - ვინ იქნება შემდეგი?

ოლიგარქის სასამართლოს შავი ოთხშაბათი და რღვევის ზღვარზე მყოფი კლანი -  4 მოსამართლისთვის დაწესებული სანქციები, რომელიც რეალურად  ღია გზავნილია მთელი სისტემისთვის. ვინ იქნება შემდეგი - ახლა ეს კითხვაა ყველაზე აქტუალური მოსამართლეებს შორის. რადგან ყველა ათვითცნობიერებს, რომ  სანქციების ეფექტი  შეუქცევადი იქნება და კორუფციაში მხილებული მოსამართლეების სიაც გაიზრდება. . 

სასამართლოში ახლა იწყება ის პროცესი, რომელმაც მიტაცებული ინსტიტუტი ხელისუფლების მარწუხებისგან უნდა გაათავისუფლოს - ასე თვლიან ის მოსამართლეები, რომლებიც სხვადასხვა დროს კლანს დაუპირისპირდნენ და სისტემა დატოვეს.  ყოფილი კოლეგები მოსამართლეებს დაფიქრებას ურჩევენ. 4 მოსამართლე მხოლოდ პირველი ეტაპია. იქნებიან სხვებიც, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში არა სამართლის, არამედ  ოცნების სამსახურში იყო.

კლანი რღვევის ზღვარზე - ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟი