დუმილი სანქციების პასუხად - სანქციების შემდეგ "ოცნებამ" ყველა სხდომა გააუქმა

06.04.23 20:23
დუმილი სანქციების პასუხად - სანქციების შემდეგ "ოცნებამ" ყველა სხდომა გააუქმა

უმძიმესი ღამის შემდეგ საქართველოს პარლამენტი დღეს ფაქტობრივად ცარიელი იყო - "ოცნებამ" გააუქმა პლენარული სხდომა და ყველა საკომიტეტო  მოსმენა. ხვალაც კი  საკანონმდებლო ორგანოში არაფერი დაგეგმეს.  როგორც ჩანს, "ოცნებას"  საერთო გზავნილის მოსაფქრებლად დრო არ ეყო, ამიტომ ლიდერებმა თავი დაიზღვიეს, დაიმალნენ და წინა ხაზზე რიგითები გამოუშვეს.

ივანიშვილის  გუნდი ძალიან გაბრაზებულია. კობახიძეს ჯერ კიდევ გუშინ, სამთავრობო მედიის ეთერში ემოციების კონტროლი ისე  გაუჭირდა, რომ  ქვეყანაში ტოტალური მოსმენებიც კი აღიარა.  

"ოცნების" თავმჯდომარემ   ერთი წამოცდენით დაადასტურა, რომ  ხელთ აქვს ამერიკის ელჩის სატელეფონო საუბრის  ჩანაწერი,რომელსაც საჭირო დროს   დიპლომატის წინააღმდეგ გამოაქვეყნებს.  ახლა ყველა სალომე ზურაბიშვილის მოლოდინშია. პრეზიდენტმა უნდა მიიღოს  გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომის ჩატარებაზე, სადაც ოპოზიციის ინიციატივით  საგამოძიებო კომისიის შექმნას განიხილება.  

შედგა თუ არა კომუნიკაცია პრეზიდენტთან და როდის  გაიმართება სხდომა? - ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟი