რატომ დაწესდა სანქციები?
"ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ველაპარაკებოდით საქართველოს მთავრობას სასამართლოზე" - ამერიკელი მაღალჩინოსნის პირველი განცხადება სანქციების დაწესების შემდეგ, რომელიც "ტვ პირველის" პარტნიორ მედიასთან გააკეთა. შეერთებული შტატების ვაჭრობის მდივნის მოადიგილე, bm.ge -სთან ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ პარტნიორების რჩევები საქართველოს მთავრობამ არ გაითვალისწინა და სწორედ ამის შედეგია მოსამართლეების დასანქცირება.
"გადაწყვეტილება დაგვიანებულია, თუმცა მისასალმებელი" - ეს უკვე ამერიკელი სენატორის შეფასებაა, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს სანქციები ყველა იმ მოსამართლეზე გაავრცელოს, რომელიც კორუფციაშია მხილებული. ამერიკულ მედიაში უკვე ღიად ასახელებენ ვინ იქნება შემდეგი და ეს დიდი ალბათობით კლანის შემქნელი ოლიგარქია. ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ ბიძინააა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების და უახლოესი გარემოცვის დასანქცირება უკვე რეალური გახდა.
რატომ დაწესდა სანქციები? ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟი