როგორ იქცა სასამართლო კლანი ყველაზე გავლენიან ჯგუფად და როგორ დააგროვეს ძალიან დიდი ქონება
როგორ იქცა სასამართლო კლანი ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ჯგუფად და როგორ დააგროვეს ძალიან დიდი ქონება მისმა წევრებმა. მაშინ როცა "ოცნება" სახელმწიფო დეპარტამენტისგან ითხოვს, დასანქცირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მტკიცებულებებს, წლებია, ზედაპირზე დევს არაერთი ჟურნალისტური გამოძიება სასამართლო კლანის სავარაუდო დანაშაულებების შესახებ
ლევან მურუსიძის ამბავიც კი საკმარისია მივხვდეთ რასთან გვაქვს საქმე. მოსამართლე, რომლის ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით 6 ათასი ლარია, ფლობს რამდენიმე ბინას და ფეშენებელურ სახლს. ქონების დამალვის მიზნით კი ყველაფერს აფორმებს ქალზე, რომელიც მის სახლში ცხოვრობს, მაგრამ დეკლარაციაში მას, როგორც ოჯახის წევრს არ უთითებს. ამ ქალბატონს კი უკვე შეძენილი აქვს ათი ათასობით დოლარის ღირებულების სამკაული, პრემიუმ ბრენდების ტანსაცმელი და აქსესუარები. ნივთები, რომლის შესაძენად არათუ მისი, არამედ ლევან მურუსიძის ხელფასიც კი არასაკმარისია.