უნივერსიტეტის მიწებს ყიდიან

06.04.23 20:45
უნივერსიტეტის მიწებს ყიდიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდ ტერიტორიებს ასხვისებს - უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე შენობა ნაგებობას მიწის ნაკვეთთან ერთად  და ტაბახმელაში არსებულ ათასობით კვადრატულ მეტრ ტერიტორიას გასაყიდად ამზადებენ.

თანხმობას ქონების ეროვნული სააგენტო უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან ხვალ მიიღებს.  ჩნდება კითხვა?- ვინ არის მყიდველი და რისი აშენება იგეგმება სასაწავლებლის კუთვნილ ტერიტორიაზე.

რექტორი სამუშია კითხვებს არ პასუხობს. ოპოზიცია კი დარმწუნებულია, რომ "ოცნების" მიერ სასწავლებელში დასმული რექტორი  ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს დიდი ბიზნესის კეთებაში მწვანე შუქს უნთებს და ეს იმ დროს როცა უნივერსიტეტმა ამ დრომდე არ მოაგვარა სტუდენტების საერთო საცხოვრებლის პრობლემა.