სანქციებით ვერ შეგვაშინებთ - უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე

06.04.23 20:48
სანქციებით ვერ შეგვაშინებთ -  უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან თევზაძე შტატების მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირების საკითხსს ეხმიანება და წერს, რომ ვერავინ შეასინებს: 

ვინმეს თუ ჰგონია მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება. ვერც კონკრეტული მტკიცებულების გარეშე იქნება მისაღები ჩემი კოლეგების ,,ლინჩის’’ წესით გასამართლება. არც მთლად სამართლიანად და თუნდაც დემოკრატიულად მიმაჩნია შვილების დასჯა მამათა ,,ქმედებების’’ გამო. ამაზე მძიმე რეალობის წინაშე მდგარა სასამართლო კორპუსი, მაგრამ სადაც სიმართლე, პატიოსნება, წესიერება და ამ ქვეყნის სიყვარულია, იქ ყოველთვის გამარჯვებ"- წერს თევზაძე.