ელისო ბოლქვაძისთვის დასმული კითხვის გამო, "პიველების" ჟურნალისტს საპარლამენტო აკრედიტაცია შეუჩერეს
სადამსჯელო ოპერაცია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ - რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ "ტვ პირველის" საპარლამენტო კორესპონდენტს, რუსუდან დუმბაძეს პარლამენტის აკრედიტაცია შეუჩერეს.
პარლამენტის აპარატმა გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" დეპუტატთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ მიიღო. ელისო ბოლქვაძეს "პირველების" კორესპოდენტის შეკითხვა არ მოეწონა.
დუმბაძესთან ერთად აკრედიტაცია 2 თვით შეუჩერეს არხის ოპერატორს ირაკლი მურმანიშვილსაც.
ცნობისთვის, რუსუდან დუმბაძემ "ქართული ოცნების" წევრს, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების სანქცირების შესახებ დაუსვა კითხვები. კითხვის საპასუხოდ, მმართველი პატიის წევრმა თქვა, რომ ის "ტვ პირველის მაყურებელს არ ცნობს."
ელისო ბოლქვაძესთან ინტერვიუს შემდეგ აკრედიტაცია შეუჩერეს "მთავარი არხის" ჟურნალისტ, თათია წოწონავასაც.