აკრედიტაციის შეჩერების პრაქტიკა მედიაზე პოლიტიკური ანგარიშსწორების ბერკეტი ხდება - მედიაომბუდსმენი

07.04.23 01:01
აკრედიტაციის შეჩერების პრაქტიკა მედიაზე პოლიტიკური ანგარიშსწორების ბერკეტი ხდება - მედიაომბუდსმენი

მედიაომბუდსმენი კრიტიკული მედიასაშუალების ჟურნალისტებისთვის პარლამენტის მიერ აკრედიტაციის შეჩერებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. 

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ "აკრედიტაციის წესი არღვევს მედიის წარმომადგენლების და საზოგადოების უფლებას მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ".

“საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დარღვევაზე მითითებით, სოფო გოზალიშვილს პარლამენტის შენობაში მუშაობის უფლება 2023 წლის 06 მაისამდე შეუჩერდა

აკრედიტაციის წესი არღვევს მედიის წარმომადგენლების და საზოგადოების უფლებას მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. საქართველოს პარლამენტის მიერ აკრედიტაციის შეჩერების პრაქტიკა კი მედიაზე პოლიტიკური ანგარიშსწორების ბერკეტი ხდება, - წერია ორგანიზაციის განცხადებაში. 

"მედიაომბუდსმენი" ტელეკომპანია პირველისა და მთავარი არხის გადამღები ჯგუფების უფლებებს იცავს. 

ტვ პირველისა და მთავარი არხის ჟურნალისტებს რუსუდან დუმბაძეს და თათია წოწონავას საქართველოს პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა.