მე ვარ პოლიტპატიმარი და მალე მოვკვდები - სააკაშვილის ინტერვიუ "Politico"-თან
მე ვარ პოლიტმპატიმარი ად ვკვდები - ამ სათაურით მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს უცხოური "Politico" აქვეყნებს. ვრცელ სტატიაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარი მდგომარეობის გარდა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მარტის აქციებს მიმოიხილავს.
ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის რეგრესია და "ქართული ოცნება" დასავლელი პარტნიორების დაცინვას განაგრძობს.
ამასთან, სააკაშვილი ხაზს უსვამს, რომ მისი შესაძლო სიკვდილი ქვეყანაში ქაოსს გამოიწვევს.
პატიმარი პრეზიდენტი სტრატეგიულ პარტნიორებს მოუწოდებს, დიპლომატიის ფარგლებში გააკეთონ ყველაფერი მისი სიცოცხლის გადასარჩენად.
ასევე სულ უფრო აშკარაა, რომ მალე მოვკვდები, თუ სათანადო სამედიცინო დახმარებას არ მივიღებ ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
მე ვაგრძელებ მოწოდებას აშშ-სა და საერთაშორისო საზოგადოებას, გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად საქართველოს მთავრობაზე დიპლომატიური ზეწოლისა და ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებით.
ჩემმა სიკვდილმა შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური ქაოსი საქართველოში, მაგრამ ჩემი წამება, რა თქმა უნდა, ჩაითვლება პუტინის გამარჯვებად - ძლიერი სიმბოლო ყველა ლიდერისთვის ამ რეგიონში,და შესაძლოა მსოფლიოც, რომლებმაც ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ რუსულ იმპერიალიზმს, - წერია სტატიაში.