„ტექნიკურად ეს სანქციები არა, ეს ვიზის შეღუდვაა" - სახ.დეპის მაღალჩინოსანი

07.04.23 11:05
„ტექნიკურად ეს სანქციები არა, ეს ვიზის შეღუდვაა" - სახ.დეპის მაღალჩინოსანი

ის გადაწყვეტილება, რაც ვაშინგტონში მიიღეს სანქცია არაა და მნიშვნელოვანია, რომ განსხვავება ამ ორს შორის მკაფიოდ იყოს განმარტებული - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ანონიმურობის პირობაზე დაყრდნობით, „ამერიკის ხმასთან“ საუბრობს. 

„ტექნიკურად ეს სანქციები არა, ეს ვიზის შეღუდვაა. მათ შორის განსხვავებაა. მაგალითად მაგნიტსკის გლობალური აქტის სანქციები, რომელიც ამერიკის სახაზინო დეპარტამენტს აქვს მიღებული, გულისხმობს ფინანსურ სასჯელსაც. სანქციებს შეუძლიათ გაყინონ ასეთები, დაბლოკონ ფინანსური გადარიცხვები ამერიკის მოქალაქეს, თუ კომპანიებსა და სანქცირებულებს შორის და ა.შ ეს მხოლოდ ვიზის შეზღუდვებია“,- ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის ექსპერტი.

აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება გუშინ ღამით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 

უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.