კორუფციის ბრალდებით სანქცია დაედო 4 მოსამართლეს, პროკურატურა ვალდებულია გამოძიება დაიწყოს - ხიდაშელი
ამერიკი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების დასანქცირება - თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გამოძების დაწყებას ითხოვს.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ როდესაც საჯაროდ ხდება ცნობილი დანაშაულებრივი მოქმედებების შესახებ, პროკურატურა ვალდებულია რომ გამოძიება დაიწყოს.
ერთმნიშვნელოვნად პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება. ჩვეულ კანონმდებლობაში გვიწერია ასეთი ვალდებულება, რომ როცა საჯაროდ ხდება ცნობილი დანაშაულებრივი მოქმედებების შესახებ, პროკურატურა ვალდებულია დაიწყოს გამოძიება და სხვა როგორღა უნდა გახდეს ცნობილი, მთლად სანქცია დაადო ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ქვეყანამ კორუფციის ბრალდებით 4 მოსამართლეს. ეს არის საკმარისი საფუძველი კანონისთვისაც, კი არა ურალოდ პოლიტიკური ნების არსებობისთვის, არამედ კანონისთვისაც კი, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს. პარლამენტში აუცილებლად უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც სრულფასოვან შეფასებას გააკეთებს მთელი ამ პროცესის და შესაძლებლობა ექნება დაკითხოს ყველა ადამიანი, რომელსაც სურს, რომ თავისი სათქმელი თქვას და სიმართლე უთხრას საზოგადოებას“ .- ამბობს თინა ხიდაშელი.
აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ.
უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.