დასანქცირებული მოსამართლეები უნდა გადადგნენ, მათ უფლება აღარ აქვთ გადაწყვეტილებები მიიღონ - ბადრი ჯაფარიძე

07.04.23 12:31
დასანქცირებული მოსამართლეები უნდა გადადგნენ, მათ უფლება აღარ აქვთ გადაწყვეტილებები მიიღონ - ბადრი ჯაფარიძე

"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე იმ მოსამართლეების გადადგომას მოითხოვს, რომელიც აშშ-ს სახ.დეპის მიერ დასანქცირდნენ.

ჯაფარიძე ამბობს, რომ მოსმართლეები არ უნდა აგრძელებდნენ საქმიანობას, რადგან მათი მიღებული გადაწყვეტილებები უკვე ეჭვქვეშ დგება.

ის მოსამართლეები, რომლებიც დასანქცირდნენ შეერთებული შტატების მხრიდან, აუცილებლად უნდა გადადგნენ იმიტომ, რომ ისინი იქნენ დასახელებულნი, როგორც კორუმპირებული სასამართლოს წევრები და შესაბამისად კორუმპირებული და შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული მოსამართლეები არ უნდა აგრძელებდნენ საქმიანობას, რამდენადაც მათ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება იქნება დიდი ეჭვის ქვეშ და შესაბამისად, მათ უფლება აღარ აქვთ მიიღონ გადაწყვეტილებები, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ისინი მხილებული არიან კორუფციაში და ისინი დასანქცირებული არიან შეერთებული შტატების მიერ და ამიტომ ისინი ცხადია უნდა გადადგნენ.“ - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 

უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.