აჟიტირებულები არიან - პაპუაშვილი ჟურნალისტების დასჯაზე
პარლამენტის თავმდჯომარე ცრუ დასმენის შედეგად "ტვ პირველის" და "მთავარი არხის" ორი ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.
შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მედიის წარმომადგენლები რესპოდენტებს დასდევენ და კაბინეტებში უვარდებიან. მმართველი გუნდის წევრი ჟრნალისტებს ურჩევს, ეთიკის წესებს გაეცნონ.
რაც შეეხება გადაწყვეტილებების მიღებებს, ამას აპარატი განიხილავს, აპარატი ეყრდნობა ღია წყაროებში არსებულ მტკიცებულებებს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ამ შემთხვევაში „ტვ პირველის“ მიერ ეთერში გაშვებულ მასალას. იმისვის, რომ პარლამენტში თანამშრომელსა და რესპოდენტს შორის იყოს საქმიანი და ეს არის აჟიტირება, დევნა, შევარდნები ოთხაში და ა.შ., რაც იყო სამწუხარო პრაქტიკა საქართველოს პარლამენტში, რომ აბსოლუტურად გაცდენილი იყო ზოგიერთი ჟურნალისტი ეთიკის მინიმალურ სტანდარტსაც კი, ამიტომ...მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ჟურნალისტს, რომ კითხვების დასმასთან ერთად წაიკითხონ ის წესები, რა წესებია. არის რამდენიმე საკითხის, სამია ძირითადი არის მაგალითად, რომ ადამიანს, აპარატის თანამშრომელს, წინასწარი თანხმობის გარეშე არ შეუვარდეს ჩართული კამერით. მემგონი გასაგებია, - ამბობს პაპუაშვილი.
"ტვ პირველის" და "მთავარი არხის" საპარლამენტო ჟურნალისტებს, რომლებმაც "ქართული ოცნების" დეპუტატებს კითხვა მოსამართლეთა სანქცირებაზე დაუსვეს, პარლამენტში ერთი თვით მუშაობის უფლება შეუჩერეს. რეპრესიების მსხვერპლი გახდა "ტვ პირველის" საპარლამენტო რეპორტიორი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უკვე წლებია მუშაობს. მიზეზი ცრუ დასმენაა. დეპუტატ ელისო ბოლქვაძეს ჟრნალსტების მიერ დასმული შეკითხვა არ მოეწონა.