"რას ჰქვია თანამდებობის დატოვებას ვაპირებ" - პირველი ინტერვიუ სანქცირებულ მოსამართლე შენგელიასთან

07.04.23 11:15
"რას ჰქვია თანამდებობის დატოვებას ვაპირებ" - პირველი ინტერვიუ სანქცირებულ მოსამართლე შენგელიასთან

პირველი ინტერვიუ სანქცირებულ მოსამართლე შენგელიასთან. მძიმე კორუფციულ გარიგებებში და მოსამართლეებზე ზეწოლაში ბრალდებული სასამართლო კლანის შეფები გადადგომას არ აპირებენ.

არ დავთმობთ პოსტებს - ამბობს ირაკლი შენგელია "პირველებთან".

"რას ქვია თანამდებობის დატოვებას ვაპირებ, რას ქვია დამასანქცირეს. მე ფისბუკ გვერდზე ვთქვი ყველაფერი. იარავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ თანამდებობის დატოვებას. ყველა გადაწყვეტილებაზე ვაგებ პასწუხოს და ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი ფბ პოსტში", - ამბობს  შენგელია.

აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება გუშინ ღამით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 

უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.