მოსამართლეების სანქცირების დეტალებს სახ. დეპიდან ანონომური წყარო ყვება
ქართველი მოსამართლეების სანქცირების დეტალებს სახ. დეპიდან ანონომური წყარო „ამერიკის ხმასთან“ ყვება.
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი საუბრობს იმ მოტივებზე, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული და განმარტავს, რომ ის მიზნად ისახავს კორუფციის შეკავებას და მასზე პასუხიმგებლობის დაკისრებას.
„როდესაც მთავრობის ოფიციალური პირები შემჩნეული არიან მნიშვნელოვან კორუფციაში და ამის დამამტკიცებელი სანდო ინფორმაცია არსებობს, ამ პირებს ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აკრძალვა ეხება მათი ოჯახის წევრებსაც, მეუღლეებს და შვილებს. ის მიზნად ისახავს კორუფციის შეკავებას და მასზე პასუხიმგებლობის დაკისრებას“.
აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება გუშინ ღამით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ.
უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.