"საქართველოს პარლამენტში დიქტატის და შერჩევის წესი მოქმედებს" - ოპოზიციის ბრიფინგი
დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე პარლამენტის თავმდჯომარეს მოუწოდებს, დაუბრუნოს აკრედიტაცია ყველა იმ კრიტიკული მედიის ჟურნალისტს, რომელსაც პარლამენტში შევსლა აეკრძალა.
ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები ჟურნალისტებს ინტერვიუს შერჩევით აძლევენ. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები საჯარო პირების არიან და მათ აქვთ კიტხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულება.
ეს არის ძალიან საშიში გადაწყვეტილება. მაშინ, როდესაც საქართელოს პარლამენტი, პრაქტიკულად, გადაქცეულია ჩაკეტილ, ყველაზე უფრო გაუვალ სფეროდ, მათ შორის, ჟურნალისტებისთვის, იმიტომ, რომ თვენ იცით, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები შერჩევით აძლევენ კომენტარს, იმაზე არ ვსაუბრობს, რომ ისინი არ დადიან კრიტიკულ მედიაში, პარლამენტის თავმდჯომარის გადაწყვეტილებით ამ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერება ნიშნავს იმას, რომ მოქმედებს შერჩევის წესი, მოქმედებს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის წესი და მოქმედებს ზუსტად იმ დიქტატის წესი საქართველოს პარლამენტში და პარლამენტის თავმდჯომარის და უმრავლესობის მიერ დამკვიდრებული, რომელიც ძალიან მძმე და ძალიან საშიშია საქარტელოსდ ემოკრატიისთვის და თავისუფალი სიტყვისთვის.
ჩვენ დაუყოვნებლივ გვინდა მოვითხოვოთ, რომ ეს წესი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა, გაუქმდეს, დაუბრუნდეს აკრედიტაცია ყველა იმ ჟრნალისტს, რომელსაც შეჩერებული აქვს დღეს წარმომადგენლობა და შემოსვლა და თავისი ჟურნალისტური პროფესიული საქმიანობის განხორციელება და რეალურად, საქართველოს პარლამენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის ყველა წარმომადგენელი მოიქცეს ისე, როგორც არის საქართველოს კანონმდებლობის მიერ გაწერილი, - განაცხადა დეკანოიძემ.
"ტვ პირველის" და "მთავარი არხის" საპარლამენტო ჟურნალისტებს, რომლებმაც "ქართული ოცნების" დეპუტატებს კითხვა მოსამართლეთა სანქცირებაზე დაუსვეს, პარლამენტში ერთი თვით მუშაობის უფლება შეუჩერეს. რეპრესიების მსხვერპლი გახდა "ტვ პირველის" საპარლამენტო რეპორტიორი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უკვე წლებია მუშაობს. მიზეზი ცრუ დასმენაა. დეპუტატ ელისო ბოლქვაძეს ჟრნალსტების მიერ დასმული შეკითხვა არ მოეწონა.