ენმ ემოციურ თარიღს, 9 აპრილს იყენებს, ეს პოლიტიკური ამორალობა და მტაცებლობაა - სარჯველაძე

07.04.23 12:27
ენმ ემოციურ თარიღს, 9 აპრილს იყენებს, ეს პოლიტიკური ამორალობა და მტაცებლობაა - სარჯველაძე

"ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე 9 აპრილს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას პოლიტიკური ამორალობას და მტაცებლობას უწოდებს

სარჯველაძე ამბობს, რომ ხალხის მისაზიდად ოპოზიციური პარტია ემოციურ თარიღს, 9 აპრილს იყენებს, რომ დაუმსახურებელი მხარდაჭერა მოინადიროს. 

„თავიანთი რესურსი არ ჰყოფნით, რომ რაღაცა რაოდენობის ადამიანს თავის მოუყარონ და ახლა ცდილობენ, რომ გამოიყენონ საზოგადოებაში 9 აპრილთან მიმართებაში არსებული ეს ემოციური დამოკიდებულება. ეს რასაკვირველია, რომ უნდა შევაფასოთ, როგორც პოლიტიკური ამორალობა, პოლიტიკური მტაცებლობა, გნებავთ იმიტომ, რომ ეს რაღაცა მცდელობაა, რომ დაუმსახურებელი მხარდაჭერა მოინადირონ. ცდილობენ ადამინები მოატყუონ, რომ აპოლიტიკური იქნება, მოიყვანონ და შემდეგ გააფორმონ, რომ ეს იყო პოლიტიკური მხარდაჭერა ადამიანების მხრიდან, რომლებიც სინამდვილეში მათ მხარს არ უჭერენ. ეს მერე მარცხით მთავრდება ხოლმე, ასეთი მათი მცდელობები.“ - ამბობს სარჯველაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციამდე ერთი დღე არის დარჩენილი.