არაარგუმენტირებული გადაწყვეტილება იყო, მძიმედ დაუბრუნდებათ - მაჭარაშვილი მოსამართლეების დასანქცირებაზე
"ხალხის ძალის" დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილის აშშ-ს ქართველი მომართლეებისთვის სანქციების დაწესების გამო აკრიტიკებს.
ივანიშვილის დაჯგუფების წევრი ამბობს, რომ აღნიშნული უარგუმენტო გადაწყვეტილება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს მძიმე ფასი დაუჯდება და ბურმერანგივით დაუბრუნდება.
ამასთან, მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ მართლსამჯულების სისტემაში არიან მოსამართლეები, რომლებიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებან და ეს საკითხი გამოძებული უნდა იქნეს.
ეს გადაწყვეტილება არის პირდაპირი იმისი მტკიცებულება და განაცხადი, რომ აშშ-ს უნდოდა და უნდა ქართულ მართლმსაჯულებაზე კონტროლის განხორციელება. მათი აზრით, ეს გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო დანარჩენი მოსამართლეებისთვის მაგალითი, რომ თუ ისინი არ დაემორჩილებიან აშშ-ს მითითებებს, მათაც მათაც იგივე მოელით, მაგრამ პირიქით წავიდა საქმე, ბუმერანგივით მოუბრუნდათ და ამოუბრუნდება კიდევ უფრო მძიმედ აშშ-ს ეს გადაწყვეტილებ, იმიტომ, რომ არ შეიძლება, რომ პარტნიორულ ქვეყანაში, სუვერენულ ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მოსამართლეებზე ასე უარგუმენტოდ დააწესო ნებისმიერი სახის სანქცია... გამოსაძიებელი შეიძლება ნამდვილად იყოს ის, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში ზოგადად არსებობენ თურმე მოსამართლეები, რომლებიც ასევე სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებენ, - ამბობს მაჭარაშვილი.
აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება ორი დღის წინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ.