"დავიცავთ ჩვენს მონაპოვარ დამოუკიდებლობას" - უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრები 9 აპრილის აქციას უერთდებიან
"ნაციონალური მოძრაობის" დაგეგმილ აქციას უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრებიც უერთდებიან.
მათ ცოტა ხნის წინ განცხადება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გააკეთეს. ისინი ამბობენ რომ ახლა ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ დგას 9 აპრილს მოპოვებული თავისუფლება და ისინიც შეუერთდებიან 9 აპრილის აქციას.
„ჩვენი გადაწყვეტილება არის, ყველანი ერთად, ჩვენც და მოვუწოდოთ ყველას, რომ შეუერთდეთ 9 აპრილის აქციას და ეს არის ერთად ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისათვის. ახლა ჩვენ გვაქვს ჩატარებული საქართველოს ევროინტეგრაციისათვის რეფერენდუმი, სადაც 80 პროცენტმა მისცა ხმა. ჩვენ, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დავუმტკიცოთ მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენ გვინდა თავისუფალი, დამოუკიდებელი სივრცე და ეს არის ევროპა.“ - ამბობს ბეჟან ჯავახია.
უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრები ასევე ამბოვენ, რომ 9 აპრილის აქციაზე პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც მოითხოვენ.
„ახლა გრძელდება იგივე ბრძოლა 9 აპრილს იმისათვის, რომ ჩვენ როგორმე ევროკავშირის 12 მოთხოვნიდან ერთ-ერთი მაინც შევასრულებინოთ 9 აპრილს, ანუ პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ჩვენ, ისევ იმ გზაზე ვდგავართ, ჩვენ ვიცავთ ჩვენ მონაპოვარ დამოუკიდებლობას 9 აპრილს.“ - ამბობს ბიმურზა დადეშქელიანი.
ოპოზიციური პარტიის მიერ დაგეგმილ აქციამდე ერთი დღე არის დარჩენილი.