გაკეთდეს უკრაინაში დაღუპული გმირების სახელობის სკვერი - ოპოზიციის განცხადება
თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს, დედაქალაქის რომელიმე სკვერს ურკაინაში დაღუპული ქართელი გმირების სახელი დაერქვას. ამის შესახებ განცხადება "გრჩი -მეტი თავისუფლების" წევრმა ცოტნე კობერიძემ საგანგებო ბრიფინგზე განავცხადა.
ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" იმ მიზეზების განმარტებას სთხოვს, რის გამოც აღნიშნული სკვერი არ კეთდება.
ამასთან, ხელისუფლების ოპონენტები ეჭვობენ, რომ აღნიშნულს პოლიტიკური მიზეზი აქვს და ეს რუსეთი არგაღიზიანების პოლიტიკას ეხება.
სამწუხაროდ, იზრდება იმ ქართველი გმირების რაოდენობა, რომლებიც უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში იღუპებიან. ეს ადამიანები იქ ბრძლობენ უკრაინის, საქართველოს და ცივილური სამყაროს თავისუფლებისთვის. ამის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო თუ ვერ ახერხებს რაიმე მნიშვნელოვან დახმარებას, სიმბოლურად მაინც ამ ადმაიანების მიმართ სიმპათიები, თანადგომა გამოვიჩინოთ. ამის ფონზე უკრაინის საელჩო, მათ შორის, ოპოზიციის წევრები რამდენიმე თვეა სთხოვენ თბილისის მერიას, რომ ჩვენთან არსებულ რომელიმე უსახელო სკვერს მაინც დავარქვათ უკრაინაში დაღუპული ამ გმირების სახელები. კოცეპტუალურად, გვეუბნებიან, რომ სამწუხაროდ, არღაც პრობლემები არსებობს, მაგრამ ჩვენ ამის არ გვჯერა, რადგან ჩვენ ერთხელაც ვერ ვნახეთ კახი კალაძე კიევში ჩასული, ჩვენ ერთხელაც ვერ ვნახეთ კიევშ ჩასული ჩვენი პრემიერ-მინისტრი. მათ უჭირთ სიმბოლურად გამოხატონ თანადგომა და შესაბამისად, ეს პრობლემა მგონია გამოწვეული იმით, რომ ზოგადად, გვინდა ჩვენ რუსეთს ენა მოვუჩლიქოთ და ამ ბრძლაში არ გამოჩდნენ სათანადოდ, ნორმალურად. ამიტომ გვგონია, რომ არსებული პრობლემა არის გამოწვეული რაღაცა პოლიტიკური დავალების გამო ან გვითხარით, ვინ არის ის ადამიანი, რომეილც ამ პროცესს ხელს უშლის ან გაგაგვაგებინონ, რა ხდება. სიმბოლურად მაინც უნდა მოვახერხოთ ჩვენ, ქართველებმა, რომ გამოვაჩინოთ, რომ ამ ადამიანების გვერდში ვდგავართ, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.