მოსამართლე კაკაბაძე: დიდი ხანია ვიეტნამში ბავშვებს აღარ წამლავთ, ბატონო ბლინკენ?
უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე აშშ-ს სახელწიფო მდივანს ქართველი მსოამართლეების დასანქცირების გამო აკრიტიკებს. კაკაბაძე ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს და წერს, რომ აშშ- დიდი ხანია ბევრ ქვეყანაში მსოფლიო ჟანდარმის სტატუსში აღიქმება.
მოსამართლე ამტკიცებს, რომ ამერიკა მოკავშირეებს საკუთარი თამაშის წესებს კარნახობს და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში ცივი ომის საუკეთესო ტრადიციების სტილში მიღებული გადაწყვეტილებებით სჯის.
არ შეიძლება არ დავეთანხმო შენს მოსაზრებებს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება იმ პოლიტიკური სიტემბლიშმენტის მიერაა მიღებული, რომლის მორალი კარგად იკითხება აშშ-ს ერთ-ერთი პრეზიდენტის ცნობილ გამოთქმაში, „ის ძაღლისშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლისშილია’. ამიტომ ჩვენი სამშობლოს თუ სასამართლო სისტემის მშვიდობიანად, დამოუკიდებლად და სტაბილურად განვითარების მოწინააღმდეგე სუბიექტების ს მხარდაწერა, სიმართლე გითხრა, აშშ-ს ზოგიერთი წარმოადგენლისგან აღარც კი მიკვირს.
ცივი ომის საუკეთესო ტრადიციების სტილში მიღებული ეს გადაწყვეტილება კი მახსენებს სამწუხარო რეალობას, რომ ბევრ ქვეყანაში და მრავალი ადამიანის მიერ ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო ჟანდარმის სტატუსში აღიქმება, რომელიც ხშირ შემთხვავაში, თანასწორი პარტნიორობის ნაცვლად საკუთარ მოკავშირეებს უხეში ფორმით კარნახობს მხოლოდ მისთვის სასურველ თამაშის წესებს. სამწუხაროდ, ამგვარი დამოკიდებულება უკანსკნელ პერიოდში საქართელოს მიმართაც ვლინდება , რაც გულდასაწყვეტი და დასაფიქრებელია.
პ.ს.
დიდი ხანია გასული, რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს ქიმიური იარაღით აღარ წამლავთ, ბატონო ბლინკენ?! იმედია, მეც დამასანქცირებთ!
პატივისაცემით, ვლადიმერ კაკაბაძე.
აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება ორი დღის წინ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ.