"სასამართლო კლანმა ერთ-ერთი მოსამართლე თვითმკვლელობამდე მიიყვანა" - სკანდალური ამბავი, რომელიც იურისტების ჯგუფმა გათქვა

07.04.23 13:00
"სასამართლო კლანმა ერთ-ერთი მოსამართლე თვითმკვლელობამდე მიიყვანა" - სკანდალური ამბავი, რომელიც იურისტების ჯგუფმა გათქვა

სასამართლო კლანმა ერთ-ერთ მოსამართლე თვითმკვლელობამდე მიიყვანა. საქმე იქამდე მივიდა, რომ თავის მოკვლაზე ვფიქრობდი - ეს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლის სიტყვებია.

ამბავი, რომელიც აქამდე მხოლოდ სასამართლო სისტემის შიგნით იცოდნენ, საჯაროდ დღეს იურისტების ჯგუფმა მოყვა. 

"პირველებს" ამ ისტორიის ნამდვილობას, ორი მაღალი სანდოობის იურისტი - კახა კოჟორიძე და კახა წიქარიშვილი უდასტურებენ.

„ეს არის საზოგადოებისათვის ძალიან კარგად ცნობილი და გახმაურებული საქმე, რომელსაც ეს მოსამართლე იხილავდა და ამ საქმეზე, როგორც ის ამბობს, იმდენად სტრესულ გარემოში უწევდა მას ამ საქმის განხილვა, იმდენად ცდილობდნენ არასათანადო გავლენის მოხდენას მის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ ის ერთი პერიოდი თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა. საუბრობდა თვითონ სასამართლო სისტემის შიგნით მყოფ გავლენიან ადამიანებზე. ასახელებდა სახელებს და გვარებს. დღეს არის ისეთ მნიშვნელოვან საქმეებზე საუბარი, როგორიც არის, მაგალითად „რუსთავი 2“-ის საქმე , როგორიც არის, თბილისის საავიაციო ქარხნის საქმე. სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს იმაზე, რომ ეს სანქციები ეფუძნება მტკიცებულებას, ერთ-ერთი მტკიცებულება შესაძლებელია ამ ყოფილი მოსამართლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია იყოს მათ შორის.“- ამბობს კოჟორიძე.