"დაასმინეთ თუ არა უსაფუძვლოდ ჟურნალისტი?" - ელისო ბოლქვაძე შეკითხვას გაურბის
"დაასმინეთ თუ არა უსაფუძვლოდ ჟურნალისტი?" - ელისო ბოლქვაძე „პირველების“ შეკითხვას გაურბის. დეპუტატი მხოლოდ იმას ამბობს, რომ მედიის წარმომადგენელს პარლამენტში შესვლა არა პარლამენტის თავმდჯომარის, არამედ „კანონის“ საფუძველზე აეკრძალა.
„კანონი კარგად წაიკითხეთ! „ - ურჩევს ბოლქვაძე ჟურნალისტს.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატის ელისო ბოლქვაძის ცრუ დასმენის საფუძველზე "ტვ პირველის" საპარლამენტო ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერდა.