"აღუდგეს უფლებამოსილება სამივე ჟურნალისტს" - ენმ-ს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავს

07.04.23 13:22
"აღუდგეს უფლებამოსილება სამივე ჟურნალისტს" - ენმ-ს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმდჯომარეს მოუყწოდებს, დაუყოვნებლივ აღუდგინოს აკრედიტაცია კრიტიკული მედიის ჟურნალისტებსა და მათ ოპერატორებს. 

ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ამგვარი რეპრესიული მეთოდებით ქვეყანაში კრიტიკულ მედიას ვერ გააჩუმებენ.

მივმართავთ ოფიციალური წერილით პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ დაუყოვნებლივ აღუდგეს უფლებამოსილება სამივე ჟურნალისტს, ისევე, როგორც მათ ოპერატორებს. მივმართავთ ასევე, სხვა პოლიტიკური პარტიების და მათ შორის, უმრავლესობის წარმომადგენლებს, რომ ელი მოაწერონ აღნიშნულ წერილს. კრიტიკულ მედიას საქართველოში ვერ გააჩუმებენ ამგვარი რეპრესიებით, - ამბობს თინა ბოკუჩავა.