ობამას ადმინისტრაციამ დაუშალა ახალ ხელისუფლებას, შეხებოდნენ მოსამართლეების კორპუსს - მეუფე იაკობი
მეუფე იაკობი სანქცირებული მოსამართლეების საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ არასოდეს ყოფილა მათი გულშემატკივარი.
მეუფე იაკობის თქმით, ობამას ადმინისტრაციამ დაუშალა ახალ ხელისუფლებას, შეხებოდნენ მოსამართლეების კორპუსს
ამ მოსამართლეების დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ახლა პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და კიდევ არევა უნდათ. საქართველოში იმ სასამართლოსთან შედარებით რა სასამართლოც იყო და რა სასამართლოც არის დიდი განსხვავებაა. და თუ დარჩნენ მანდ მოსამართლეები, კარგად იციან, რომ ომაბას ადმინისრტრაციამ დაუშალა ამათ, ახალ ხელისუფლებას, რომ შეხებოდნენ მოსამართლეების კორპუსს. ისევ ჩვენ, ქართველი ხალხი მაგათ გამო ვიჩაგრებით, ქართველი ხალხის სახელით გამოდიან". - ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი.