თბილისში გმირების სკვერებიც იხსნება და კონკრეტული ქუჩებიც კეთდება - კალაძე ოპოზიციას პასუხობს
ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას, გაიხსნას სკვერი თბილისში, რომელიც უკრიანაში დაღუპული მებრძოლების სახელობის იქნება, დედაქალაქის მერი კახა კალაძე პასუხობს.
კალაძე ამბობს, რომ თბილისში გმირების სკვერებიც იხსნება და კონკრეტული ქუჩებიც კეთდება.
„ყოველთვის, არ ვიცი ეხლა შეგიძლიათ ნახოთ, ქართველი გმირების სკვერებიც იხსნება, კონკრეტული ქუჩებიც კეთდება, შესაბამისად ამ გადაწყვეტილებას, მომავალში რა გაკეთდება და რა ნაბიჯები იქნება გადადგმული საკრებულოსთან ერთად, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას, იქნება მიღებული გადაწყვეტილება“ - ამბობს კახა კალაძე.