საქართველოში უკრაინის ელჩი დაინიშნება და მასთან ერთად შეჯერდება გმირების მემორიალის საკითხი - ოთარ გრიგოლია
საკრებულო, ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას გაიხსნას სკვერი თბილისში, რომელიც უკრიანაში დაღუპული მებრძოლების სახელობის იქნება, "ქართულ ოცნებაში" საკუთარი არგუმენტებით პასუხობენ.
საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ამისათვის საჭიროა უკრიანამ თბილისში ელჩი დანიშნოს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიჩნევენ საჭიროდ საკითხზე მუშაობას.
„თბილისში აუცილებლად იქნება ქართველი და უკრაინელი გმირების მემორიალი, სკვერი იქნება თუ ქუჩა იქნება. უახლოეს დღეებში საქართველოში უკრაინის ელჩი დაინიშნება და ჩვენ მიგვაჩნია, რომ მასთან ერთად უნდა მოხდეს შეჯერება. კონკრეტული ადგილების და ზოგადად იმ სკვერი იქნება ამ შემთხვევაში თუ მემორიალი ამ შეთანხმებამ ორმა მოძებნა ამ ყველაფრის პროცედურები და ბუნებრივია ეს ყველაფერი მოხდება ერთობლივად. რაც შეეხება ჩვენს კოლეგებს, მე სიმართლე რომ გითხრათ, უკვე მერამდენედ ერთი და იგივეს აკეთებენ, მე არ ვიცი რატომ შვრებიან ამას. ერთი ის არის, რომ საქართველოს არაფერი არ გაუკეთებიაო უკრაინის მხარის მიმართო რაც არის აბსოლუტური ტყუილი", - ამბობს ოთარ გრიგოლია.