ხელისუფლება გმირების მემორიალის გახსნის საკითხს თავს არიდებს, ეს მძიმე საქციელია და ლაქად გაჰყვება მათ - ონიანი
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ონიანი ამბობს, რომ ხელისუფლება უკრაინაში დაღუპული გმირების მემორიალის გახსნის საკითხს თავს არიდებს და მიზეზად უკრაინის ელჩის დანიშცვნას ასახელებს.
ონიანი პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის მძიმე და ცუდი საქციელი, რომელიც მმართველ გუნდს ლაქად გაჰყვება.
„ხელისუფლება ეუბნება თავის საზოგადოებას, რომ გმირებს რომლებიც საქართველოსთვის, რომლებიც მშვიდობისთვის, რომლებიც ჩვენი მთავარი მტრის წინააღმდეგ იბრძვიან და იღუპებიან, ამ ადამიანებისთვის პატივის მიგებას განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის ელჩი დაინიშნება ან არ დაინიშნება საქართველოში. ეს არის თავის არიდება, ეს არის ძალიან მძიმე და ცუდი საქციელი, რომელიც ამ ხელისუფლებას ლაქად გაჰყვება. არავინ არ ვიცით საერთოდ უკრაინა განიხილავს თუ არა ამ ეტაპზე საქართველოში ელჩის დანიშვნას. ვერცერთ სხდომაზე ვერ შეძლებენ სხვა საკითხების გავლას, სანამ ამ მკაფიო პასუხს არ გასცემენ საზოგადოებას, რატომ ზიან ჩერგოვში და ჩვენს გმირებს, მათ ოჯახებს ,რატომ არ აფასებენ“ - ამბობს გიორგი ონიანი.