"ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალური კომფორტი შეიქმნას" - რუსუდან დუმბაძე
"ტვ პირველის" საპარლამენტო ჟურნალისტი რუსუდან დუმბაძე, რომელსაც ცრუ დასმენის გამო საპარლამენტო აკრედიტაცია შეუჩერდა, ამბობს, რომ პარლამენტის თავმდჯომარის გადაწყვეტილება უსაფუძვლოა. დუმბაძე მომხდარის შესახებ დეტალურად ყვება და ამბობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ კითხვის დასმის და პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო დაისაჯა.
ჟურნალისტის თქმით, უმრავლესობა კრიტიკული კითხვების თავიდან არიდების გზით საკუტარი თავისთვის კომფორტის შექმნას ცდილობს.
ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა ინტერვიუს, რომელიც ჩვენ მე და "მთავარი არხის" გადამღებმა ჯგუფმა ჩავწერეთ ელისო ბოლქვაძესთან, რაც მოხდა პირდაპირ ეთერში. მე როცა ვყვებოდი, რომ მოსამართლეების დასანქცირების შესახებ "ქართული ოცნებიდან" არავინ პასუხობდა ჩვენს კითხვებს და არავინ იმყოფებოდა პარლამენტში, სწორედ ამ დროს პირდაპირი ჩართვის დროს პარლამენტში შემოვიდა ელისო ბოლქვაძე და ბუნებრივია, მე მასთან მექნებოდა კითხვები და საერთოდ, გაუგებარია კითხვების დასმის გამო საპარლამენტო ჟურნალისტებს როგორ შეიძლება აკრედიტაცია შეგვიჩერდეს და აქ საერთოდ ასევე გაუგებარია, რა შუაშია აქ ოპერატორი, რომელსაც პროფესია ავალდებულებს, რომ მან გადაიღოს ინტერვიუ, რომელსაც წერს მისი ჟურნალისტი. ეს ბუნებრივია, არის რადიკალური გადაწყვეტილება ხელისუფლებისა კრიტიკული არხის მიმართ, რადგან ისინი ცდილობენ, რომ მაქსიმალურად შეიქმნან კომფორტი. ჩვენ გავასაჩივრებთ, რა თქმა უნდა, და ამ პროცესს ბოლომდე მივყვებით, - ამბობს რუსუდან დუმბაძე.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატის ელისო ბოლქვაძის ცრუ დასმენის საფუძველზე "ტვ პირველის" და "მტავარი არხის" საპარლამენტო ჟურნალისტებს აკრედიტაცია შეუჩერდათ.