რუსია, ოკუპირებული ვყავართ, უკრაინელები არიან და ხელს გვიშლიან, რომ ევროპაში შევიდეთ - მეუფე იაკობი

07.04.23 14:14
რუსია, ოკუპირებული ვყავართ, უკრაინელები არიან და ხელს გვიშლიან, რომ ევროპაში შევიდეთ - მეუფე იაკობი

მეუფე იაკობის განცხადებით, უკრაინა საქართველოს ევროპაში შესასვლელად ხელს უშლის. 

ბოდბელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ უკრაინა რუსეთზე  უკეთესი არაფრით არ არის.

"რუსია, ოკუპირებული ვყავართ, უკრაინელები არიან და ხელს გვიშლიან, რომ ევროპაში შევიდეთ, ბალტიისპირელები არიან, იგივეს აკეთებენ, ესე იგი პოსტსაბჭოთა ისინი სულ რუსეთის იმას აკეთებენ და რა ვიცი, რომ რუსეთის აგენტები არ არიან. ჩემთვის არიან რუსეთის აგენტები მაგენი და რუსებზე უკეთესი არაფრით არ გამომდიან, იმას თუ ოკუპირებული ვყავარ, ის კიდევ წინ არ მიშვებს". - ამბობს მეუფე.