თუ ვინმეს ჰქონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება - კალაძე
კახა კალაძის განცხადებით, მას სანქციებით ვერავინ შეაშინებს.
თბილისის მერი ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას არ ნანობს და ეს გადაწყვეტილება თავისი ქვეყნის და ხალხის სიყვარულის გამო მიიღო.
“თუ ვინმეს ჰქონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება. 2011 წელს, როდესაც მე გადაწყვეტილება მივიღე პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო იქიდან გამომდინარე, რაც ხდებოდა ქვეყანაში, რა ვითარებაც იყო, თორემ მე რა მინდოდა პოლიტიკაში, აბსოლუტურად ყველანაირად შეძლებულად ვცხოვრობდი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემი ქვეყნის და სამშობლოს სიყვარულის გამო, იმ ვითარების გამო, თუ რაც ხდებოდა ქვეყანაში. ეს ნაბიჯი გადავდგი და არ ვნანობ. მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. დღესაც მე ვემსახურები ჩემს სამშობლოს და ჩემს ხალხს”, - განაცხადა კალაძემ.
კალაძემ ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ გეგმავს ბანკებიდან თანხების გამოტანაზე.
“თქვენ ნუ ინერვიულებთ ჩემს თანხებზე და ბანკებზე, სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ და ვხედავთ, რა მდგომარეობაშიც იმყოფებით, ჩემზე ნუ ინერვიულებთ. ჩემს თავს, როგორმე მივხედავ და მაგაზე თქვენ არ ინერვიულოთ”, - აღნიშნა კალაძემ.
აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ.
უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.