კი არ უნდა იქექებოდეთ, აღშფოთებული უნდა იყოთ და ჩემს გვერდში იდგეთ - მურუსიძე "პირველების" ჟურნალისტს

07.04.23 15:09
კი არ უნდა იქექებოდეთ, აღშფოთებული უნდა იყოთ და ჩემს გვერდში იდგეთ - მურუსიძე "პირველების" ჟურნალისტს

კლანის მოსამართლე ლევან მურუსიძე "პირველების" ჟურნალისტს გვერდით დგომას სთხოვს და მოუწოდებს, გამოითხოვოს აშშ-დან ის მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნობითაც მოსამართლეები დასანქცირდნენ.

„მე რომ მირეკავთ, რაც გააკეთა ამერიკის საელჩომ და რაც მოხდა, რომ დაასანქცირეს დამოუკიდებელი ქვეყნის მოსამართლე ისე, რომ მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ და თქვენ ხართ ამ ქვეყნის მოქალაქე?.იმაზე კი არ უნდა მირეკავდეთ ახლა და კი არ უნდა იქექებოდეთ, თქვენც აღშფოთებული უნდა იყოთ და ჩემ გვერდით იდგეთ და იძახოდეთ, რომ არ შეიძლება ჩემი ქვეყნის მოქალაქე სანქცირდებოდეს ისე, რომ მტკიცებულებები არ იყოს წარმოდგენილი, აი ეს იქნებოდა სწორი საქციელი თქვენი მხრიდან“ - ამბობს ლევან მურუსიძე.

აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 

უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.