სანქცირებული მოსამართლეების გადადგომა იმპერატიულად მნიშვნელოვანია - სალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი იმედოვნებს, რომ მართლმსაჯულების სისტემაში შესაძლო კორუფციის გამოსაძიებლად პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება. "ლელოს" წევრის განმარტებით, ამის საჭიროება არსებობს, რადგან არავის სჯერა, რომ ივანიშვილის მთავრობა თავისივე დანაშაულებებს გამოძიებს.
ამასთან, ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ აუცილებელია იმ მოსამართლეების გადადგომა, რომელიც აშშ-ს სწორედ კორუფციული ბრალდებით დაასანქცირა.
რადგან პროკურატურა არ იწყებს გამოძიებას და არ გვაქვს ჩვენ მოლოდინი, რომ გამოიძიებს ბიძინა ივანიშვილის ერთი ხელი მეორე ხელის კორუფციას, და პროკურატურა და სასამართლო არის დღეს ხელები ივანიშვილის რეჟიმის, ამიტომ დაინიცირდა საგამოძიებო კომისია. მე არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, იმედი მაქვს, რომ შეიქმნება საგამოძიებო კომისია, მაგრამ ასევე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ამ მოსამართლეების გადადგომა დღეს არის ასევე იმმპერატიულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, - თქვა სამადაშვილმა.