"განვიხილეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ჩვენი მთავარი ინტერესია მშვიდობის შენარჩუნება" - ღარიბაშვილ-ალიევის შეხვედრა

07.04.23 15:32
"განვიხილეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ჩვენი მთავარი ინტერესია მშვიდობის შენარჩუნება" - ღარიბაშვილ-ალიევის შეხვედრა

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მან უკვე გამართა შეხევდრა პრეზიდენტ ალიევთან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ქვეყნის პირველმა პირებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო იმ პროექტებზე, რომელსაც საქართველო აზერბაიჯანთან ერთად განახორციელებს.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ოფიციალური შეხვედრის ერთ-ერთი თემა მსოფლიოში არსებული გამოწვევა, უკრაინაში მიმდინარე მოვლები იყო და რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი არის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება.

გვქონდა საუბარი რთულ ვითარებაზე უკრაინაში ომის გამო, რომელიც ზრდის რისკებს ქვეყნებისთვის. ასეთი გამოწვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ჩვენი მთავარი იტერესია არის მშვიდობის და სტაბილურობს შენარჩუნება", - თქვა პრემიერმა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა შუა დერეფნის განვითარებაზე, პორტებზე, სარკინიგზო მაგისტრალსა და  იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როელსაც საქართველო აზერბაიჯანთან ერთად გეგმავს.

ბოლოს ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს და აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.