"ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების ყველა სტანდარტს" - მედიაომბუდსმენი ჟურნალისტების დასჯაზე
მედიაომბუდსმენი ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების ჟურნალისტებისადმი დამოკიდებულება ხშირად არაეთიკურია და კანონის ფარგლებსაც კი სცდება.
ნათია კაპანაძეს მაგალითად "ტვ პირველის" ჟურნალისტის, ნატა ქაჯაჯაიას შემთხვევა მოჰყავს, როდესაც მას მამუკა მდინარაძე დაუპირისპირდა, თუმცა აღნიშნულს რეაგირება ამ დრომდე არ მჰყოლია.
მედიაომბუდსმენი ამბობს, რომ პარლამენტში აკრედიტაციის წესს ხარვეზები აქვს და ის გამოხატვის თავისუფლების ყველა სტანდარტს ეწინააღმდეგება.
წლის განმავლობაში არაერთხელ მივუთითეთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების დამოკიდებულება ჟურნალისტების მისამართით იყო არაეთიკური და სცდებოდა კანონის ფარგლებსაც კი. ამ შემთხვევაში, ცხადია, ვგულისხმობ ნატა ქაჯაიას შემთხვევას, როდესაც ის აღმოჩნდა მამუკა მდინარაძის თავდასხმის სამიზნე, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის აგვისტოში ჩვენს წარვადგინეთ ეთიკის საბჭოში განცხადება, ამ დრომდე ეთიკის საბჭო არ შეკრებილა და ნატა ქაჯაიას ინტერესები დაცვა და მისი საპასუხო პოზიციების მოსმენა ამ დრომდე ვერ შევძელით. ჩვენ, ერთი შეხედვით, ვიდრე ეს წესი ამოქმედდებოდა, ცხადია, შევამჩნიეთ სამართლებრივი ხარვეზები, რაც წესს აქვს და ეს წესი ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების ყველა სტანდარტს, როგორც შიდა კანონმდებლობით აღიარებულს, ისე საერთაშორისო მოქმედ ნორმებს. სახალხო დამცველის განცხადება, რომ დაიწყო ფაქტების შესწავლა და ეს არის ცხადია ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გვექნება კიდევ ერთი მოთხოვნა, რადგან ველოდებით საქმის განხილვას ცხადია ინტერესი იქნება, რომ დროებით შეჩერდეს პარლამენტში აკრედიტაციის წესი და ეს შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იმედი მაქვს, რომ იქნება დაკმაყოფილებული, - ამბობს ნათია კაპანაძე.