მნიშვნელოვანია, რამდენად სამართლიანი გადაწყვეტილება იყო - დეგნანი ჟურნალისტების დასჯაზე

07.04.23 16:42
მნიშვნელოვანია, რამდენად სამართლიანი გადაწყვეტილება იყო - დეგნანი ჟურნალისტების დასჯაზე

აშშ-ს ელჩი ამბობს, რომ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერება შალვა პაპუაშვილის პრეროგატივა იყო, თუმცა მნიშვნელოვანია, რამდენად სამართლიანად და მიუკერძოებლად მიიღო პარლამენტის თავმდჯომარემ გადაწყვეტილება. 

ამასთან, კელი დენანი ამბობს, რომ აშშ თავისუფალი მედიის  ძლიერი მხარდამჭერია, რადგან სწორედ ეს იძლევა შესაძლებლობას, საზოგადოებამ სწორი და სანდო ინფორმაცია მიიღოს.  

აშშ არის ძლიერი მხარდამჭერი, ძლიერი და დამოუკიდებელი მედიის და ძლიერი მხარდამჭერი პროფესიონალური და ეთიკური ჟურნალისტიკის. სწორედ ეს ბალანსი იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსახლეობამ, ადამიანებმა მიიღონ სწორი და სანდო ინფორმაცია. რა თქმა უნდა ,ეს პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, თუ რა ტიპის წესებს შემოიღებს. მე როგორც ვიცი, ასევე ჩვენს საკანონმდებლო ორგანოშიც არსებობს აკრედიტაციის მოთხოვნა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი, თუ როგორ განხორციელდება ეს წესი და თუ განხორციელდება იგი სამართლიანად და მიუკერძოებლად, - კელი დეგნანი.