მოსამართლეებისთვის სავიზო სანქციების დაწესება საქართველოსთვის დადებითი ნაბიჯი იყო - კელი დეგნანი

07.04.23 16:07
მოსამართლეებისთვის სავიზო სანქციების დაწესება საქართველოსთვის დადებითი ნაბიჯი იყო - კელი დეგნანი

აშშ-ს ელჩი მიიჩნევს, რომ ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებული სავიზო სანქციები ქვეყნისთვის დადებითი მოვლენა იყო. ამის შესახებ მან შალვა პაპუაშილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კელი დეგნანის განმარტებით, საქართველოსთვის ეს არის შანსი, რომ რეალურად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა შექმნას. 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სავიზო სანქციები არის დადებითი ნაბიჯი საქართველოსთვის და ეს არის შესაძლებლობა და შანსი, რომ მოხდეს რეაგირება და გაეცეს პასუხი იმ კორუფციის ბრალდებებზე, რაც არსებობს სასამართლო სისტემაში და ეს არის შანსი საქართველოსთვის წარმოადგინოს მტკიცე ერთგულება, რომ დააფუძნოს რეალურად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა, - განაცხადა ელჩმა.