დაუყოვნებლივ დაასანქცირეთ სამარცხვინო პაპუაშვილი - ნათელაშვილი სახ.დეპს და ევროკავშირს მიმართავს

07.04.23 16:25
დაუყოვნებლივ დაასანქცირეთ სამარცხვინო პაპუაშვილი - ნათელაშვილი სახ.დეპს და ევროკავშირს მიმართავს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მონღოლმა მეჯოგეს უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც გუშინ აკრედიტაცია შეუწყვიტა "ტვ-პირველს", "ფორმულას" და "მთავარი არხის" ჟურნალისტებს.

ნათელაშვილი მერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს და ევროკავშირს მიმართავს, დაუყოვნებლივ დაასანქცირონ შალვა პაპუაშვილი.

გუშინ მსოფლიო  გახდა მასმედიის ისტორიაში უპრეცენდენტო დევნის მოწმე:  "ტვ-პირველს", "ფორმულას" და "მთავარი არხის" ჟურნალისტებს, კრიტიკული კითხვების გამო, მონღოლმა მეჯოგემ, ამჟამად  დასაქმებულმა პარლამენტის თავმჯდომარედ, აკრედიტაცია შეუწყვიტა. მივმართავთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს და ევროკავშირს, დაუყოვნებლივ გაავრცელონ სანქციათა სრული პაკეტი ამ გადაწყვეტილებაზე ხელმომწერ სამარცხვინო პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილის მიმართ, - განაცხადა ნათელაშვილმა.