ტროლ-ბოტების შეტევა და ლანძღვა საჯაროდ - ლაშა რამიშვილს მამის მხილება ვერ აპატიეს
საკუთარი მამის მხილება, შალვა რამიშვილის ვაჟს ლანძღვის ფასად უჯდება. მას შემდეგ, რაც ლაშა რამიშვილმა სოციალურ ქსელში საკუთარი მამის ქმედებები დაგმო და მსხერპლ ქალებს სოლიდარობა გამოუცხადა, მის წინააღმდეგ ტროლების მთელი ქარხანა ამუშავდა. ახლაგაზდრას მამის მხილება ვერ აპატიეს და ლანძღვა სოციალურ ქსელში დაუწყეს.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ შვილის მხრიდან ეს იყო ადამიანური მცდელობა დაპირისპირებოდა ამ აჩქარებულ სიძულვილის მანქანას, თუმცა ეს შემაჩერებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა რამიშვილისთვის.
„სწორედ აი ამ ძალადობრივი პროპაგანდისტური ილუზიისთვის საკუთარი შვილები ოჯახისწევრებიც კი ადამიანები აღარ არიან. ეს არის რაღაცა ტიპის დეჰუმანიზების ძალიან მძიმე ფორმა. დარჩნენ ფიგურები ან ძალები, რომელიც აი ამ მანქანას, აჩქარებულ მანქანას სიძულვილის, მტრობის, სოციალური შუღლის გაღვივების რაიმენაირად გააჩერებს და პრინციპში სწორედ აი ეს ჟესტი ოჯახის წევრების მხრიდან, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მორალურად, ემოციურად ძალიან მძიმე იყო. იყო ადამიანური მცდელობა დაპირისპირებოდა ამ აჩქარებულ სიძულვილის მანქანას, თუმცა ვხედავთ, რომ მისთვის ესეც არ აღმოჩნდა, რაღაცა ტიპის შემაჩერებელი ფაქტორი“- ამბობს უფლებამდაცველი.
იურისტებს ასევე უჩნდებათ ეჭვი, რომ საკუთარი შვილის წინააღმდეგ ხელისუფლების მთავარი პროპოპაგანდისტი პირადად წავიდა და სწორედ მისი დაკვეთით სრულდება შავი კამპანია.
„რჩება განცდა, რომ რამიშვილი იყენებს სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტებს და მანქანას იმისათვის, რომ ასეთი ორკესტრირებული თავდასხვა განახორციელოს საჯარო სივრცეში, სოციალურ სივრცეში იმ ადამიანებზე და მოახდინოს მისი დისკრედიტაცია, რომელებმაც განაცხადეს საჯაროდ ძალადობაზე და ამხილეს ადამიანი ძალადობაში.“- ამბობს უფლებადამცველი.
ახალგაზრდები კი შალვა რამიშვილის შვილს სოლიდარობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ლაშა რამიშვილი უღირსი მამის ღირსეული შვილია.
„ჩვენ ვნახეთ გუშინ უღირსი მამის ღირსეული შვილის პოსტი, სადაც უმაღლესი ხარისხის სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირა შალვა რამიშვილის შვილმა და ვნახეთ იმ პოსტზე არსებული კომენტარები, რომელსაც თავის შვილსაც კი არ ინდობს ეს ადამიანი. მე ქართული ოცნებისგან არაფერი არ მიკვირს და ახალგაზრდების დისკრედიტაციას დიდი ხანია ვხედავთ, დიდი ხანია ვიღებთ ჩვენს თავზე. ის თამაშის წესები, რომლებიც აქამდე ამართლებდა რეალურად შეიცვალა, რადგან ახალგაზრდებმა ავიღეთ ამ თამაშის ყველაზე დიდი წილი და ზუსტად ამ თამაშში, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ.“- ამბობს ახალგაზრდა.
ლაშა რამიშვილის წერილს, რომელიც მან სოაცილურ ქსელში გამოაქვყენა, მისი დედა, თეა აბაშმაძეც უერთდება და წერს, რომ შვილმა მისი სათქმელიც თქვა. საუბარია შალვა რამიშვილის შვილის წერილზე, რომელმაც "პოსტ ტვ"-ის პროპაგანდისტი ქალებისადმი უდიერ დამოკიდებულებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.