"ხელისუფლებას ძაან ალაოდ აქვს, თუ ფიქრობს, რომ ამით პროტესტისგან დაიცავს თავს" - კანცელარიას ღობავენ
კანცელარიას ღობავენ - მთავრობის ადმინისტრაციასთან სარეაბილიტაციო სამუშოებია დაწყებული. მიიტანეს სამშენებლო მასალები და მიიყვანენ სამშენებლო ტექნიკასაც.
ოფიცილური განმარტებით, ირაკლი ღარიბაშილის სამსახურთან კეთილმოწყობითი სამუშაოები ხორციელდება და მოსასვენებელი სკვერის მოწყობა არის დაგეგმილი.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ჯებირებს ხალხის შესაკავებლად ამონტაჯებენ, რადგან მთავრობას აქციები აშინებს.
"წინა შაბათს გვქონდა ხალხმრავალი აქცია. მაშინ, როდესაც ეკრანს ვდგავდით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირმა ბესო დონაძეს უთხრა, ახლა ჩვენ ამას საერთოდ შემოვღობავთო და საერთოდ ვეღარ შემოხვალთო, მაშინ ხუმრობად მივიღეთ ეს ყვეალფერი. ხვალ აქცია გვაქვს და მთლიანად ღობავენ აქაურობას. შევარდნაძის რეჟიმსაც არ უქნია ის, რომ თლიანად მთელი მოედანი ღობეში ჩაესვი. ხელისუფლებას ძაან ალაოდ აქვს, თუ ფიქრობს, რომ ფიქრობ, რომ ამით დაიცავს თავს პროტესტისგან". - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ლაზარე გირგორიადისის მხარდამჭერმა აქციამ ხვალ კანცელარიის ნაცვლად, პარლამენტის წინ გადაინაცვლა.