"მოხდა რესპოდენტზე ადევნება, ეს სიუჟეტი მეც ვნახე" - პაპუაშვილი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეწყვეტაზე
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ როდესაც რესპოდენტს არ სურს ინტერვიუ, ჟურნალისტმა ინტერვიუ უნდა შეწყვიტოს.
პაპუაშვილის თქმით, მოხდა ელისო ბოლქვაძეზე ადევნება და იმასაც ამბობს, რომ ეს სიუჟეტი მას ნანახი აქვს.
არადა, ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ელისო ბოლქვაძე არა თუ არ პასუხობდა ჟურნალისტს, არამედ აქეთაც უსვამდა კითხვებს და ისიც განაცხადა "პირველების" ეთრეში, რომ ტვ პირველის მაყურებელს არ ცნობს.
ესეც არის ოფისი, ეს არის ადმინისტრაციული შენობა. ჩვენ არ ვართ საჯარო სივრცეში. ადამიანმა შეწყვიტა ინტერვიუ, მიდის, ხდება ადევნება და როდესაც ადამიანი ამბობს, რომ არ გაძლევთ ინტერვიუს, მაინც მიდის მისი დევნა. ეს სიუჟეტი (ელისო ბოლქვაძეზე) მეც ვნახე. წესი ხომ არის, ამ წესის მიხედვით ხომ აიღეთ აკრედიტაცია, ხოდა თუ არის წესი, უნდა მივყვეთ წესს", - ამბობს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით საქართველოს პარლამენტმა აკრედიტაცია შეუწყვიტა "ტვ პირველის", "მთავარის" და "ფორმულას" ჟურნალისტებს.