მეორე ფრონტზე გაკეთებული განცხადებები შემაშფოთებელია, ეს არის ტყუილი - დეგნანი

07.04.23 17:28
მეორე ფრონტზე გაკეთებული განცხადებები შემაშფოთებელია, ეს არის ტყუილი - დეგნანი

კელი დეგნანი "ოცნების" ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ნარატივს, რომ ამერიკას საქართველოს ომშ ჩართვა სურს კიდევ ერთხელ პასუხოსბდ ა ტყუილსა და შემაშფოთებელს უწოდებს მმართველი გუნდის განცხადებებს.

ამის შესახებ ამერიკის ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

„მეორე ფრონტზე ბევრჯერ ვთქვი და ახლაც ვიტყვი, რომ ეს ძალიან შემაშფოთებელია, მათ იციან, რომ ეს არის 100 პროცენტით ტყუილი. ძალიან შემაშფოთებელი და სამწუხაროა, როდესაც გვესმის ეს სიცრუე, ეს შეთქმულების თეორიები, რომელსაც ზოგჯერ მმართველი პარტიის წევრებიც იმეორებენ

ჩვენ 30 წელია ვცდილობთ დაგეხმაროთ, გავაძლიეროთ თქვენი შესაძლებლობა, დაიცვათ საკუთარი საზღვრები, ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ თქვენი უსაფრთხოება და დაცულობა საქართველოს თავდაცვის ძალებთან მუშაობის გზით, სანაპირო დაცვასა და სასაზღვრო პოლიციასთან მუშაობის გზით. რატომ დავაყენებთ საქართველოს რისკის წინაშე? ჩვენ ძალიან სენსიტიურები ვართ იმ პოზიციის მიმართ, რომელშიც საქართველო იმყოფება, როცა თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია ისეთი აგრესორისგან, როგორიც რუსეთია“, - განაცხადა ელჩმა.