გთხოვთ, განახორციელოთ გრიგორიადისთან ვიზიტი - ნაცვლიშვილი და წითლიძე ომბუდსმენს წერილით მიმართავენ
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი და ენმ-ს დეპუტატი ანი წითლიძე სახალხო დამცველს წერილით მიმართავენ.
წერილში, დეპუტატები ლევან იოსელიანს წერენ, რომ ლაზარე გრიგორიადისის უფლებები განსაკუთრებული რისკის ქვეშაა და ომბუდსმენს მისი მონახულებისკენ მოუწოდებენ.
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებს, მე და ანა წითლიძეს,
გვქონდა სურვილი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად,
მოგვენახულებინა ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი, რაზეც
პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გვეთქვა უარი.მიგვაჩნია, რომ ლაზარე გრიგორიადისის უფლებები განსაკუთრებული რისკის
ქვეშაა. საჯარო განცხადებების ფორმატში, უკვე მრავალჯერ დაირღვა მისი
უდანაშაულობის პრეზუმფცია მმართველი გუნდის არაერთი წევრის მხრიდან.
მსგავსი ტიპის ქმედებები არღვევს მის უფლებას ისარგებლოს სამართლიანი და
მიუკერძოებელი მართლმსაჯულებით.მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია დაკავების დროს და შემდგომ,
პენიტენციურ დაწესებულებაში მისი უფლებების შესაძლო ხელყოფის
თაობაზე.ვფიქრობთ, ზემოთ აღწერილი კონტექსტის გათვალისწინებით, კრიტიკულად
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის წევრებმა არამედ
თავად თქვენ, სახალხო დამცველმა, უშუალოდ განახორციელოთ პატიმართან
ვიზიტი მისი უფლებრივი მდგომარეობის ადგილზე მოკვლევის მიზნით.
გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ამ საქმეს.
პატივისცემით, ანა ნაცვლიშვილი და ანა წითლიძე.