არ მიხარია... ქვეყნის ბედი დასანქცირებულ 4 მოსამართლეს არ უნდა გადავაყოლოთ - პრეზიდენტი

07.04.23 18:19
არ მიხარია... ქვეყნის ბედი დასანქცირებულ 4 მოსამართლეს არ უნდა გადავაყოლოთ - პრეზიდენტი

"დღეს არ მიხარია", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას აშშ-ს ელჩთან შეხვედრის შემდეგ. სალომე ზურაბიშვილმა  განმარტა, რომ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება ქვეყნის იმიჯს აზიანებს. 

პრეზიდენტმა ასევე, პირდაპირ თქვა, რომ აღნიშნული მოსამართლეების როლი მანკიერ სასამართლო სისტემაში ყველასთვის ცნობილია და  ხელისუფლებამ ამ 4 პირს ქვეყნის ბედი არ უნდა გადააყოლოს.

დღეს არ მიხარია და კიდევაც განვიცდი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას. დღეს, როგორც იცით, შევხვდი აშშ-ს ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს და მასაც გავუზიარე ეს ჩემი განცდები. არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვენების სიაში, რამეთუ ჩემთვის ყველაზე გასაფრთხილებელი სწორედ ქვეყნის რეპუტაციაა და თუნცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 4 პირს ეხება და ამ 4 პირის სავიზო შეზღუდვებს, როგორც აზუსტებს თვით ელჩი, ამის მიუხედავად, გარკვეულწილად, ზიანება ქვეყნის იმიჯი. საქართველომ და ქართველმა ხალხმა კარგად იცის ამ ადამიანების პასუხისმგებლობა მანკიერი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში,. ჩვენ ყველამ ვიცით რა უნა გაკეთებულიყო ამ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის. ჩვენმა საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, თუ რა არ გაკეთდა და რატომ არ გაკეთდა. ამიტომაც სრულად ვიზიარებთ და მხარს ვუწერთ სასამართლო რეფორმის აუცილებლობას. ასევე ვაცნობიერებთ სასამართლო დამოუკიდებლობის გამყარებისა და სისტემაში პროფესინალი და მიუკერძოებელი კადრების საჭიროებას, - განაცხადა პრეზიდდენტმა

სალომე ზურაბიშვილი შიშობს, რომ აღნიშნულმა ფაქტმა, შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. 

ვშიშობ, აშშ-ს გადაყწვეტილება ევროპაში აღქმული არ იყოს, როგორც ნეგატიური სიგნალი, ამიტომ არც ნიშნისმოგების და გახარების დროა, არც თავის მართლების. ჩვენზეა, ყველაზე, ქვეყნის იმიჯის გამოსწორება თუ არ გვინდა, რომ 4 ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები, - თქვა ზურაბიშვილმა. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყნის იმიჯის გამსოწორება ახლა სწორედ ჩვენზეა.

მეგობარმა ქვეყანამ, შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, მაგრამ კი ნუ გავიბუტებით, ნუ გავბრაზდებით, ნურც გვოხარია, არამედ გავაანალიზოთ რა მოხდა და რატომ და რა არის გამომსასწორეებელი და ვაჩენოთ მსოფლიოს, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ და მიზანსაც მივაღწევთ და ძალიან გაგვიხარდება, - განაცხადა პრეზიდენტმა.