სკანდალი: მოსამართლე თავის ჩამოხრჩობას უზენაესი სასამართლოს წინ აპირებდა
ქვეყნის მთავარი სასამართლოს მოსამართლე თავის ჩამოხრჩობას უზენაესი სასამართლოს წინ აპირებდა. მიზეზი კლანის შანტაჟია. მურუსიძე და ჩინჩალაძე მოსამართლისგან კონკრეტულ საქმეზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვდნენ. ზეწოლა კლანის ბოსებიდან იქამდე მივიდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე თვითმკვლელობას გეგმავდა.
შოკისმომგვრელ ფაქტებს გავლენიანი იურისტები ყვებიან. კახა კოჟორიძის შემდეგ კიდევ უფრო მეტი თქვა კახა წიქარიშვილმა, რომელმაც ამბავი უშუალოდ მსხვერპლი მოსამართლისგან მოისმინა. წიქარიშვილი ყვება, რომ ლამის სუიციდის გადაწყვეტილებამდე მისულ მოსამართლეს ხმაურიან საქმეზე ჩამოცილების მიზნით მურუსიძე-ჩინჩალაძე ოპერაციის გაკეთებას აიძულებდნენ. სრულიად ჯანმრთელი ადამიანისთვის უკვე შერჩეული ჰქონდათ კლინიკაც და ოპერაციაც დაგეგმილი იყო.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.