რეპრესიები პაპუაშვილის სახელით - პარლამენტის კარი კრიტიკული მედიისთვის იხურება

07.04.23 20:29
რეპრესიები პაპუაშვილის სახელით - პარლამენტის კარი კრიტიკული მედიისთვის იხურება

რეპრესიები პაპუაშვილის სახელით - პარლამენტის თავმდჯომარე საკანონდებლო ორგანოს კრიტიკული მედიისგან ათავისუფლებს. "პირველების" საპარლამენტო კორესპონდენტს, რუსუდან დუმბაძეს პარლამენტის აკრედიტაცია შეუჩერეს. ანალოგიური გადაწყვეტილებები მიიღეს "მთავარისა" და "ფორმულას" ჟურნალისტების მიმართ. მიზეზი კი მხოლოდ ის არის, რომ  ელისო ბოლქვაძეს "ტვ პირველის" კორესპონდენტის კითხვა არ მოეწონა. 

ელისო ბოლქვაძე  საკუთარ საქციელს არ ნანობს. ცენზორი დეპუტატი ისევ მედიას მოძღვრავს, რა და როგორ უნდა აკეთონ.

ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველი - დღეს ყველა ერთხმად  მოუწოდებდა პარლამენტის თავმჯდომარეს, გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას, თუმცა პაპუაშვილი წესების შეცვლას არ აპირებს. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის  რეპორტაჟში.