5 კომპანია და ფენეშენებელური სასახლე - დასანქცირებული ვალერიან ცერცვაძე დიდ ფულს აშშ-ში შოულობს
ყოფილი მოსამართლე, რომელიც ამერიკამ დაასანქცირა, დიდ ფულს სწორედ შტატებიდან შოულობს. ვალერიან ცერცვაძე - კლანის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წევრია. ყველა კომპანია კი ცოლის სახელზე აქვს გადაფორმებული და ასე ცდილობს ქონების დამალვას. მისი საკუთრებაა აიტექნიკიც, რომელიც თბილისის მასშტაბით რამდენიმე ფილიალს ფლობს და მობილური ტელეფონებისა და სხვა ტექნიკის ოფიციალური შემომტანია ამერიკიდან
5 კომპანია - ეს ის არის, რაც რეესტრში ჩანს. ცერცვაძის საკუთრებაში ფეშენებელური სასახლე დიდი დიღმის მილიონერების უბანში, რამდენიმე მიწა საქართველოს მასშტაბით და ძვირადღირებული მანქანები.
როგორ დააგროვა დიდძალი ქონება მოსამართლემ, რომლის წლიური შემოსავალი 70 ათას ლარს არ აღემატებოდა და რა გავლენებს ინარჩუნებს ახლა ცერცვაძე სისტემაში? წყარო გვიყვება, რომ ის ხელისუფლებასა და მოქედ მოსამართლეებს შორის საქმეებს ალაგებს და ქრთამიც კლანის წევრებთან სავარადუდოდ მისი ხელით მიდის.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.